ბათუმში ინტენსიური თოვა გრძელდება

საქართველო, თბილისი - 16:13 | 26.01.2016
ნანახია: 1413

ბათუმში ინტენსიური თოვა გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. დიდთოვლობის მიუხედავად, გადაადგილებისას შეფერხებები არ შექმნია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს. დილიდან ამ დრომდე დაფიქსირდა 65 გამოძახება და თითოეულზე მოხდა დროული რეაგირება. ამ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დამატებით 7 მაღალი გამავლობის მანქანა ემსახურება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე