ხელისუფლება ენმ-ის ოფისში პროვოკაციას გეგმავს - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 21:39 | 22.02.2021
ნანახია: 628

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ენმ-ის ოფისში, სადაც პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია, იმყოფება, ხელისუფლება პროვოკაციას გეგმავს.

"გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს ხელთაა უდიდესი მორალური უპირატესობა, რადგან ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს", -თქვა დეკანოიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელიუფლება აპირებს პარტიის ოფისშ შეგზავნოს ადამიანები, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ პოლიციელების მისვლის დროს გააკეთეს.

"ამ პროვოკაციის მოწყობა ადვილია, შემოაგზავნონ ვიღაც, ატეხონ ერთი ამბავი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ რომელიმე პოლიციელს, ამიტომ მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ შეეშვან პროვოკაციის მოწყობას". – განაცხადა ხატია დეკანოიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე