ღარიბაშვილს ვუსურვებდი შეძლოს ამ პოლარიზაციის დასრულება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 21:28 | 22.02.2021
ნანახია: 562

თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

კალაძის განცხადებით, ის ისურვებდა, რომ ღარიბაშვილმა შეძლოს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასრულება.

"ირაკლის მინდა წარმატებები ვუსურვო და ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყო გამაერთიანებელი ამ ქვეყნის, საზოგადოების. ვუსურვებდი, რომ მან შეძლოს ამ პოლარიზაციის დასრულება, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის", - თქვა კალაძემ

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე