მიუღებელია ოპოზიციური ლიდერების სამართლებრივი დევნა, ეს მარცხს ნიშნავს - პეტრას აუსტრევიჩუსი

საქართველო, თბილისი - 21:21 | 22.02.2021
ნანახია: 496

მიუღებელია ოპოზიციური ლიდერების სამართლებრივი დევნა, ეს ხაზი მარცხს ნიშნავს, - ამის შესახებ ფორმულასთან საუბარში ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ოფიციალური პოზიცია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ და ამჟამად ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები ერთმანეთთან შეუთავსებელია.

"საქართველოს ოფიციალური პოზიცია, მაგალითად, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ და ის რაც ახლა ქვეყნის შიგნით ხდება ერთმანეთთან შეუთავსებელია. მიუღებელია ოპოზიციური ლიდერების სამართლებრივი დევნა, ეს ხაზი მარცხს ნიშნავს. საქართველოს გეოპოლიტიკური სტრატეგია ეჭვს ბადებს და გაურკვეველს ხდის საითკენ მიდის ქვეყანა. ეს შემაშფოთებელი სიგნალია და ეწინააღმდეგება ოფიციალური თბილისის პოზიციას, რომ თითქოს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და ისინი ევროატლანტიკურ გზას მიყვებიან. ეს არ არის ევროინტეგრაციის გზა, ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ინტეგრაცია, რომელიც თბილისში ვიღაცას უნდა რომ ქონდეს", - აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე