შევაკვდები და არ დავთმობ ქართულ სახელმწიფოებრიობას - თაკო ჩარკვიანი

საქართველო, თბილისი - 20:39 | 22.02.2021
ნანახია: 849

პარტია "კანონი და სამართლის ლიდერი" თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი არის "რუსეთზე მომუშავე კაცი". ამის შესახებ ჩარკვიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქართული სახელმწიფოებრიობის დათმობას არ შეურიგდება.

"გამორიცხულია ქართული სახელმწიფოებრიობის დათმობა. რომ შევაკვდე ამ ატმოსფეროს, არაფრით დავტოვებ რუსეთზე გადასაბარებელ საქართველოს. დღევანდელი პრემიერი, ეს არის რუსული თემა, ეს არის რუსეთზე მომუშავე კაცი, ეს ის კაცია, რომელმაც ისტერიულად ირაკლი ალასანიას ზარი მისცა საფრანგეთში, რომ თავდაცვაზე ხელი არ მოეწერათ. ეს ის ადამიანია, რომელსაც წელიწადი და ოთხი თვე თავისი ჩანაფიქრის გამო, კაბელების საქმეზე ხალხი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე