მე არ ვებრძვი ოპოზიციას და გამოდით ამ ნაცმოძრაობის კომპლექსიდან - ღარიბაშვილი ელისაშვილს

საქართველო, თბილისი - 20:29 | 22.02.2021
ნანახია: 434

მე არ ვებრძვი ოპოზიციას და გამოდით ამ ნაცმოძრაობის კომპლექსიდან. ვიცი, რომ ხართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ამიტომ ზიხართ პარლამენტში, - უპასუხა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ერთ-ერთ შეკითხვას, რომელიც ოპოზიციასთან დაპირისპირებას შეეხებოდა.

"სანამ თქვენ ასე დაჟინებით ბრძოლაში ხართ ოპოზიციასთან, ეს ქვეყანა ნადგურდება". – მიმართა შეკითხვის დასმის დროს ელისაშვილმა ღარიბაშვილს.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის ებრძვის ადამიანებს, რომლებმაც მისი თქმით, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს ქვეყანას.

"მე ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი ზიანი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს ჩვენ სახელმწიფოს — ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ვინც ასიათასობით პატივი, ღირსება, ნამუსი აყარა, გაასამართლა, ვინც ბიზნესები დაანგრია, ვინც აწამა, დატანჯა ჩვენი მოსახლეობა. აი, ამ ხალს ვებრძვი და მე რიგითი პოლიტიკოსი და მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ არცერთი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასდროს ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამაშია განსხვავება, თქვენ თუ ამას ვერ ხედავთ, არ ვიცი რაზე გესაუბროთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე