მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად ახალი თავისუფალი არჩევნების დასანიშნად - ჰანს ვან ბაალენი

საქართველო, თბილისი - 20:10 | 22.02.2021
ნანახია: 603

ALDE/ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის პრეზიდენტი, ჰანს ვონ ბაალენი ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს:

"გასულ პარასკევს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა გარდაუვალია ისე როგორც არასდროს. შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს ჩართულობას და პოლიტიკური ჩიხის დასასრულს და არა სადამსჯელო მოქმედებებს ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. მე ვარ ლიბერალი და საქართველოს მხარდამჭერი.

როგორც "საერთაშორისო ლიბერალის" საპატიო პრეზიდენტი და ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო სადაც განსხვავებულ აზრს უსმენენ და პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში წყდება და არა სასამართლოებში ოპოზიციონერი ფიგურების თვითნებური დაკავების შემდეგ. ახლა არის დიალოგის და დეესკალაციის და არა შემდგომი ურთიერთბრალდებების დრო.

ვიდრე მომავალ კვირას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა, მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ერთად იმუშაოს, რათა დაინიშნოს თარიღი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის უზრუნველსაყოფად.
", - წერს ღია წერილში ჰანს ვან ბაალენი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე