ენმ-ს ოფისში შემოვარდნა არის გაცილებით უარესი ვანდალიზმი, ვიდრე 9 აპრილს ჩაიდინა როდიონოვმა - უგულავა

საქართველო, თბილისი - 20:01 | 22.02.2021
ნანახია: 921

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშილის სიტყვას "ნულოვანი" ფასი აქვს.

მისი თქმით, ოპოზიციას ღარიბაშვილის მუქარა გადაწყვეტილებებს ვერ შეაცვლევინებს.

"ღარიბაშვილს ახლა თუ ჰგონია თავისი პრუტუნით ჩვენ აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება. მის სიტყვას აქვს ნულოვანი ფასი, ასე რომ იბრიქოს რამდენიც უნდა. იმიტომ რომ, აქ შემოვარდნა არის გაცილებით უარესი ვანდალიზმი, ვიდრე 9 აპრილს ჩაიდინა როდიონოვმა. ეს სრულიად ნათელი და ცალსახაა. მოიქეცით ისე, როგორც მაშინ მოიქცა ქართული პოლიცია", - განაცხადა გიგი უგულავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე