ეს არის ქვეყანაში ოპოზიციურ აზრზე, თავისუფალ აზრზე შეტევა - გედევან ფოფხაძე ენმ-ს ოფისში მივიდა

საქართველო, თბილისი - 19:26 | 22.02.2021
ნანახია: 503

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მივიდა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებს.

"ჩემი ამ ოფისში მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ ნიკა მელიასთვის ჩემი სოლიდარობა დამეფიქსირებინა. ნიკა მელია იქცა პოლიტიკური უსამართლო თავდასხმების ობიექტად და განზოგადებულად ხდება შეტევა ნიკა მელიაზე, თორემ ეს არის ქვეყანაში ოპოზიციურ აზრზე, თავისუფალ აზრზე შეტევა. მიმაჩნია, რომ ეს არის შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ", - განაცხადა ფოფხაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე