ყველამ ერთად უნდა დავგმოთ რუსული ოკუპაცია, რომლის შედეგი არის არჩილ ტატუნაშვილის მაგალითი - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:03 | 22.02.2021
ნანახია: 329

„პანდემიას ემატება ის მძიმე ვითარება, რომელიც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემასთან", - აცხადებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, ეს ყოველივე კი გრძელვადიან, გონივრულ, კარგად გათვლილ პოლიტიკის წარმოებას საჭიროებს.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის წინაშე. დღეს მისი გარდაცვალების დღეა. კიდევ ერთხელ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავგმოთ რუსული ოკუპაცია, რომლის შედეგი არის არჩილ ტატუნაშვილის მაგალითი. რეალურად, ეს არის იმ არაგონივრული, უგუნური პოლიტიკის შედეგი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ განახორციელა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე