კონგოში მებრძოლებმა იტალიის ელჩი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 17:55 | 22.02.2021
ნანახია: 786

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იტალიის ელჩი ლუკა ათანაზიო მებრძოლების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აფრიკული მედიის ინფორმაციით, ავტოკოლონას, რომლითაც დიპლომატი გადაადგილდებოდა მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს. ზოგიერთი მონაცემებით, მებრძოლები დიპლომატის გატაცებას გეგმავდნენ.

ელჩთან ერთად მოკლულია კარაბინერთა კორპუსის ერთი ჯარისკაციც. ავტოკოლონა კონგოში გაეროს სტაბილიზაციის მისიას ეკუთვნოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე