კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:29 | 22.02.2021
ნანახია: 623

კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. ეს საკითხი არის დახურული და არ განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმი, ოპოზიციას არ სურს არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები. „მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“.

“მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, ცხარე დებატებისთვის, რაც ჯდება თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნისთვის მიღებულ პრაქტიკაში. მაგრამ, ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება. მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები. მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ, უმოკლეს ვადაში, ჩემი ერთ-ერთი პირველი ამოცანა, პრიორიტეტი იქნება, აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი ამ ქვეყანაში, რომ არავინ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა და კანონი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე