არავის ეშინია იარაღის ჟღარუნის, არავის ეშინია ღარიბაშვილის ბაქიბუქის - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 16:20 | 22.02.2021
ნანახია: 642

"ირაკლი ღარიბაშვილის აღდენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას", - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს

"იცით რა, ირაკლი ღარიბაშვილის აღდენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას, დიდი ბოდიში, ამ უხეში გამონათქვამისთვის, არავის არ ეშინია იარაღის ჟღარუნის, არავის არ ეშინია მისი ბაქიბუქის ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის განცხადებით, ამ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის და პოლარიზაციის გამძაფრება არავის არ ეპატიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე