გიორგი ქადაგიძე: იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდა ზეწოლა ლარის გაუფასურებაზე არ გამოვრიცხავთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას

საქართველო, თბილისი - 15:19 | 26.01.2016
ნანახია: 1285

სებ-ის პრეზიდენტი ლარის კურსის გაუფასურებას უარყოფით მოლოდინებს უკავშირებს, რომელიც ბაზრის მონაწილეებს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე გაუჩნდათ.

„ლარის ბოლოდროუნდელი გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე.

2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ კურსის 2,4 კორდიდორში იმპორტი უკვე იმ დოზით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები არის დაბალანსსებული.

მეორე ფაქტორი არის ფულის მასა. მოგეხსენებათ, ფულის მასის ზრდა ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა არის 0-თან ახლოს. შესაბამისად არც მონეტარული აგრეგატები ლარის კრსზე არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ ჩვენს გვაქვს სრული საფუძველი, რომ ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ლარის კურსსი სტაბილიზაცია.

აუცილებელია, აღინიშნოს: იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდა ზეწოლა ლარის გაუფასურებაზე არ გამოვრხციხავთ მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში მტავრობასთან შეთანხმებით მოხდება ფისკალური კონსოლიდაციაც.

აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ მონეტარული პოლიტიკის გამცარება არ გახლავთ უებარი რეცეპტი. გამკაცარებას აქვს სხვა უარყოფითი მხარე, მათ შორის ბრუნვების შემცირება, კერძო სექტორში აქტიობების შემცირება და შემცირებაეკონომიკური ზრდის“, აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე განმარტებით, პრობლების მოგვარება დაკავშირებულია ინვესტიციის, ექსპორტის და ტურისტული ნაკადის ზრდასთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე