თქვენ პირადად ძალიან ნაყოფიერი, რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ გამჩენმა - კახაძე ღარიბაშვილს

საქართველო, თბილისი - 16:06 | 22.02.2021
ნანახია: 454

მინდა ჩემი მხარადაჭერა გამოგითქვათ თქვენ პირადად და თქვენს გუნდს, მრავალნაცად გუნდს, გამობრძმედილ გუნდს. განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტში ფრაქციის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენისას.

ლადო კახაძემ შეაქო სამთავრობო პროგრამა და მიესალმა "გუნდის ერთიანობას, რომელიც განათლებაზე და საკუთარ ცხოვრებისეულ პრაქტიკაზეა დაფუძნებული.

"თქვენ პირადად ძალიან ნაყოფიერი, რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ გამჩენმა, ბევრი საქმის თაოსანი ბრძანებოდით და არასოდეს ახალი ინიციატივების აღების არ შეგშინებიათ, მარტო ელიმინაციის პროგრამა რად ღირს C ჰეპატიტის, მაშინ ძნელი გადასაწყვეტი იყო ყოველივე ეს. ზუსტად თქვენი ხელმოწერა ამშვენებს ევროპასთან პირველ ნაბიჯებს, ვიზალიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის ელემენტებს, ნდობის ფაქტორის გაჩენას. და დაგვირგვინდა ის, რომ ნატოსთან ასოცირების, ნატოსთან ურთიერობის სამაგალითო ნიშნულზე აყვანილი ჯარი, როგორც ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსი, ისე საგანმანათლებლო და პროფესიული განათლება, ეს ყველაფერი დასაფასებელია", - მიმართა ლადო კახაძემ ირაკლი ღარიბაშვილს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე