რუსეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 21.02.2021
ნანახია: 455

რუსეთში ქათმის გრიპით დაავადების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღანელის ანა პოპოვას თქმით, А(H5N8) ტიპის გრიპის ვირუსი რუსეთის სამხრეთ ნაწილში მეფრინველეობის ფაბრიკის 7 თანამშრომელს დაუდგინდა, სადაც 2020 წლის დეკემბერში ფრინველის გრიპმა იფეთქა.

პოპოვას თქმით, ვირუსი ქათმიდან ადამიანს გადაეცემა, თუმცა ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა ვირუსის ამ ვარიანტს არ ახასიათებს.

მისივე თქმით, ვირუსი ადრეულ სტადიაზე გამოლვინდა, რაც მომზადების შესაძლებლობას იძლევა, იმ შემთხვევაში თუ გრიპი მუტაციას განიცდის და ადამიანიდან ადამიანზე გადავა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზციის განცხადებით, აქამდე ადამიანები ავადდებოდნენ ფრინველის გრიპის A(H5N1), A(H7N9) და A(H9N2) ვირუსით ასევე ქვეტიპიებით A(H1N1), A(H1N2) და(H3N2)-ის ღორის გრიპით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე