26 თებერვალს, ვროცლავში საინვესტიციო ფორუმი „Wroclaw–Batumi“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:40 | 26.01.2016
ნანახია: 1571

26 თებერვალს პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ვროცლავში საინვესტიციო ფორუმი „Wroclaw–Batumi“ გაიმართება.

ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში ტარდება. ღონისძიების თანაორგანოზატორი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეეზის სავოევოდოს მარშალის ოფისია.
ბიზნესფორუმზე პოლონელი ინვესტორები და სხვა დაინტერესებული პირები აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან.

შეხვედრის მონაწილეებს აჭარაში ბიზნესის დაწყების რეგულაციების და საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია სპეციალური პრეზენტაციის საშუალებით მიეწოდებათ. http://investinbatumi.ge/forum/




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე