თალაკვაძეს, კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვება სურს

საქართველო, თბილისი - 20:28 | 19.02.2021
ნანახია: 403

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვების ინიციატივით ბიუროს მიმართა.

"მოგმართავთ, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დავაჯილდოვოთ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება სიმბოლური, მოკრძალებული აღნიშვნა იმ წვლილის, რაც მან შეიტანა კონსტიტუციის, შესაბამისად, დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესში. კანონმდებლობით საპარლამენტო ორდენით დაჯილდოების ნაწილი გახლავთ ფულადი ჯილდო", - თქვა არჩილ თალაკვაძემ

თალაკვაძის თქმით, კობახიძე ჯილდოდ მიღებული თანხის გადარიცხვას ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების ფონდში აპირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე