თავდაცვის სამინისტროს ჯუანშერ ბურჭულაძე უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 18:17 | 19.02.2021
ნანახია: 430

უკვე ცნობილია, ვინ ჩაიბარებენ მინისტრების პორტფელებს ახალ მთავრობაში - ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ იმსჯელა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობის ახალ შემადგენლობაში მხოლოდ 2 ახალი მინისტრი იქნება - თავდაცვის სამინისტროს ჯუანშერ ბურჭულაძე, ინფრასტრუქტურისა და რეგოინული განვითარების სამინისტროს კი - ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს.

მინისტრობის კანდიდატურებს საკომიტეტო და ფრაქციების ფორმატში განიხილავენ. ნდობას მთავრობას პარლამენტი უკვე მომავალ კვირაში გამოუცხადებს, ამისათვის საჭირო 76 დეპუტატის ხმა მმართველ პარტიას აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე