თბილისში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკის კომიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან
საქართველო, თბილისი - 13:36 | 26.01.2016 ნანახია: 130925-27 იანვარს საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მრჩეველთა ტექნიკური საბჭოს მე-5 სხდომასა და სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის მე-16 შეხვედრას მასპინძლობს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ექსპერტები სტატისტიკის დარგში.
საქართველოში იმყოფება აგრეთვე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მარსიო ფავია, რომელიც საქმიან შეხვედრებს გამართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და სამინისტროს სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან.
სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტი 12 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის ავსტრიას, ესპანეთს, ბრაზილიას, ჩილეს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საქართველო მეორე ვადით იქნა არჩეული ხსენებული კომიტეტის წევრად. გასულ პერიოდში ჩვენს ქვეყანას აღნიშნულ კომიტეტში ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც ეკავა, წელს კი მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია უკვე ღონისძიების საქართველოში ჩატარებით აღინიშნა.
ხსენებული კომიტეტის წევრობა და მოცემული შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ტურიზმის სტატისტიკის წარმოების დახვეწის, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის კუთხით.
გარდა ამ სხდომისა, საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით წელს კიდევ ერთი მასშტაბურ ღონისძიება ჩატარდება. შემოდგომაზე საქართველო უმასპინძლებს ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას, რაც კიდევ უფრო წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ტურისტულ პოტენციალს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა