აშშ კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმებას უბრუნდება

საქართველო, თბილისი - 18:09 | 19.02.2021
ნანახია: 482

შეერთებული შტატები კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმებას, განაცხადის წარდგენიდან 30 დღის გასვლის შემდეგ უბრუნდება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

„20 იანვარს უფლებამისილების დაწყების პირველივე დღეს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად, აშშ პარიზის შეთანხმებას უბრუნდება. ამ შეთანხმების პირობების თანახმად, შეერთებული შტატები დღეს მისი ოფიციალური წევრი ისევ ხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მისი თქმით, ვაშინგტონი კლიმატის ცვლილებების საკითხს დააყენებს ყველა დონის შეხვედრაზე.

კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმებას ხელი 190-მა ქვეყანამ 2015 წლის დეკემბერში მოაწერა. ის განსაზღვრავს მსოფლიო მოქმედების გეგმას გლობალური დათბობის შეკავებასთან დაკავშირებით.

 დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-მა შეთანხმება დატოვა, თუმცა ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელი მოაწერა დადგენილებას გაერთიანებაში დაბრუნების შესახებ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე