ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ბრძანებების უპირობო შემსრულებელი დაეყენებინა სათავეში - უდუმაშვილი ღარიბაშვილზე

საქართველო, თბილისი - 13:14 | 19.02.2021
ნანახია: 478

ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა პრემიერობაზე მხოლოდ და მხოლოდ იმის მაშინებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ბრძანებების უპირობო შემსრულებელი დაეყენებინა სათავეში, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

ის ამბობს, რომ მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.

"მეორედდ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა პრემიერობაზე მხოლოდ და მხოლოდ იმის მაშინებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ბრძანებების უპირობო შემსრულებელი დაეყენებინა სათავეში. ის, რაც ვერ, ან არ გააკეთა პრემიერმა [გიორგი გახარიამ], ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ნიკა მელიას დაპატიმრებას, ახლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს გააკეთოს ღარიბაშვილის ხელით, მაგრამ ვერანაირი ცვლილებები მთავრობაში, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. ის, რომ ქართულ ოცნებაში არის რღვევის პროცესი დაწყებული და მართლაც ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი – ესაა ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს" - თქვა უდუმაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე