ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს - გიორგი ბარამიძე

საქართველო, თბილისი - 12:14 | 19.02.2021
ნანახია: 477

მეც და ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე.

"რაც შეეხება ნიკას ქალაქში სიარულს, სანამ მეტნაკლებად არ გაირკვევა ვითარება, მე პირადად, ჩვენი გუნდის წევრები, ძალიან დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ ნიკას, რომ ეს არ გააკეთოს, რადგან ჩვენ გვაქვს საქმე „გავრილოვების რეჟიმთან“, რომელსაც ახლა ჰგონია, რომ ნიკა მელიას დაჭერით ცოტა მოსულიერდებიან მას შემდეგ რაც, ფაქტობრივად, გარდაიცვალნენ. გამოჩნდა, როგორ დალპა ეს რეჟიმი გახარიას გადადგომის შემდეგ მორალურად და პოლიტიკურად. ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, ამიტომ, მეც და ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი მას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს“, - განაცხადა ბარამიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე