„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „პოლიპრინტი“ საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს

საქართველო, თბილისი - 13:28 | 26.01.2016
ნანახია: 1364

სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომპანია „პოლიპრინტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს.

შპს „პოლიპრინტი“ სტიკერებისა და ეტიკეტების ბეჭდვაზეა ორიენტირებული და პოლიგრაფიულ მომსახურეობას სთავაზობს მომხმარებელს. კონკრეტულად კომპანიის საქმიანობა მოიცავს არაგოფრირებული ქაღალდის ან არაგოფრირებული მუყაოსგან ყუთების, კოლოფების და დასაკეცი კოლოფების წარმოებას. კომპანია პროექტის ფარგლებში ახალი დანადგარების შეძენესა და წარმადობის გაზრდას გეგმავს.

კომპანიაში დასაქმებულია 40 ადამიანი, დამატებით კიდევ 10 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიციის ღირებულება 400 000 აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას უწევს საქართველოში არსებულ უმსხვილეს საწარმოებს და სამომავლოდ კონკურენტუნარიანობისა   და ბაზარზე წილის ზრდას, ასევე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე