ირაკლი ღარიბაშვილს საქართველო სიცოცხლეზე მეტად უყვარს - თამარ ტალიაშვილი

საქართველო, თბილისი - 23:14 | 18.02.2021
ნანახია: 1637

ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლი ჯარისკაცი ამ სიტყვის ყველაზე სიღრმისეული გაგებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტალიაშვილი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპულიც და ამავე დროს გამაერთიანებელი ხალხისთვის.

"თვით ურადიკალურეს ოპოზიციაშიც ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც იოტის ოდენა ეჭვი შეიძლება ეპარებოდეს ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რამეში – ირაკლი ღარიბაშვილს საქართველო საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს. ირაკლი ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი და ნატოსთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის სტადიაზე ქართული თავდაცვის გადამყვანი. წარმატებას ვუსურვებ ირაკლის", – წერს ტალიაშვილი.

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე