პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ისეთი ადამიანი შეარჩიეს, რომელსაც ნაციონალების ცოცხლად შეჭმა უნდა ლამის - ალეკო ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:54 | 18.02.2021
ნანახია: 703

ძალიან ცუდი კანდიდატურა შეარჩიეს, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, ვინც შეეძლოთ, შეერჩიათ, - განუცხადა პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მმართველ პარტიას ისეთი კანდიდატი უნდა შეერჩია, ვინც სიტუაციის განმუხტვას შეძლებდა და ოპოზიციას მოუსმენდა.

"ხომ ნახეთ, როგორი პრემიერ მინისტრი იყო - ნულოვანი შედეგი ჰქონდა, თვითონაც წვალობდა და ქვეყანასაც აწვალებდა. ამ სიტუაციაში ქართულ ოცნებას უნდა შეერჩია ადამიანი, ვინც ნაბიჯებს დაგადგამდა სიტუაციის განმუხტვისკენ, ვინც შეძლებდა ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენას და ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ნაციონალების ცოცხლად შეჭმა უნდა ლამის. ეს მანიშნებელია, რომ ოცნებას ვერანაირი დასკვნა ვერ გამოაქვს და განაგრძნობენ უგუნურების პოლიტიკას. ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის, ისევ კუნთების თამაშს განაგრძობს ოცნება", - თქვა ელისაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე