მალე აღვადგენთ წესრიგს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:16 | 18.02.2021
ნანახია: 680

ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი, - განაცხადა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, შს მინისტრმა და პრემიერმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ცოტა ხნის წინ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

"ქვეყნის წინაშე არსებობს უმრავი გამოწვევა, პირველ რიგში, ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხშირე, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს, ამისთვის ვართ მოწოდებულები, რომ სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები.

მინდა, აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება", - თქვა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე