ქართულმა ოცნებამ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 17:07 | 18.02.2021
ნანახია: 429

ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. მის კანდიდატურაზე მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელა. 

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე