ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა საგანგებო რეჟიმში გრძელდება

საქართველო, თბილისი - 12:58 | 26.01.2016
ნანახია: 1394

დიდთოვლობის გამო დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე აღდგენითი სამუშაოები ინტენციურ რეჟიმში გრძელდება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რაიონულ ცენტრებს ელექტროენერგია კვლავ უწყვეტად მიეწოდება. უწყებაში განმარტავენ, რომ პრობლემური რჩება რამოდენიმე სოფელი, სადაც დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროსადენები. აღნიშნულ რეგიონებში ძირითადად დაბალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელია დაზიანებული. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადებს ფეხით უწევთ დაზიანებული უბნების აღმოჩენა და დაზიანებების აღმოფხვრა.

მეორე დღეა მდგომარეობას ადგილზე სწავლობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე