ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო. არ წახვიდე ამ გზით - ტოომას ჰენდრიკ ილვესი

საქართველო, თბილისი - 14:39 | 18.02.2021
ნანახია: 454

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ წუხს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო.

"დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ "ვარ ღრმად შეშფოთებული", ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დამწუხრებული ვარ, ვღელავ, ნაწილობრივ კი ზიზღს იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციაზე, დაცვაზე, გაძლიერებაზე, დახმარებაზე 23 წელი დავხარჯე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო.

არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ბევრი ხალხი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომელებიც მოხარულნი იქნებიან თქვენი ჩამოწერით; ერთით ნაკლები "ყოფილი საბჭოთა კავშირის" ქვეყანა, რომელზეც უნდა იდარდო, რომლებიც ასაზრდოებენ ყველა თვითწარმოქმნილ ნარატივს იმის შესახებ, რომ თქვენ არ ხართ რეფორმირებადი, და ამრიგად მხარდაჭერად არ ღირხართ" - წერს ის Twitter-ის გვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე