კრიზისიდან გამოსასვლელად დარჩა ერთი ნაბიჯი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები - სოსო გოგაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:33 | 18.02.2021
ნანახია: 615

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი Facebook-ზე პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ეხმიანება და ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად რჩება კიდევ ერთი ნაბიჯი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

"მიყოლება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ამ კრიტიკულ დროს წასვლა( გაქცევა) ისევ ხაზს უსვამს არაგუნდურობას ოცნებაში.

ზოგადად კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა, მაგრამ ზუსტად დღეს??
თუმცა პასუხი გასაცემია საზოგადოებისთვის იმ პრობლემებზე, რაც მისმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.

დარჩა კიდევ ერთი ნაბიჯი, საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად - 2021 ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა.

ცრუ კერპების დანგრევა გრძელდება..

To be continued", - წერს გოგაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე