რას აკეთებთ? სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს - ელისაშვილი "ოცნებას"

საქართველო, თბილისი - 14:09 | 18.02.2021
ნანახია: 1152

რას აკეთებთ, სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ასე მიმართა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით.

ელისაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" სააკაშვილს ეხმარება ხელისუფლებაშ დაბრუნებაში.

"ერთი მხრიდანაც ვხედავთ კუნთების თამაშს და მეორე მხრიდანაც ვხედავთ კუნთების თამაშს, ისე ხართ გართულები 9 წელია ერთმანეთთან ბრძოლით, რომ გადაიჩეხა ეს ჩვენი ქვეყანა ხრამში ამასობაში. და რას აკეთებთ, შედეგი რა არის? სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ამაში ეხმარებით თქვენ, რომ თავისი ამდენი წლის დაგროვილი რევანში, ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, ამოიყენოს მეორე მხარეს მეგის ქარდავა. ეს გინდათ, როგორც ჩანს თქვენც, და რაღაც საიდუმლო გეგმა გაქვთ. აქეთ მიგყავთ ყველა პროცესი, რასაც ჩვენ ვხედავთ. ორი დღის წინ გითხარით, ნუ დააჭერთ ღილაკს ხელს, პარლამენტი იყოს პარლამენტი და გამოავლინოს თავისი წონა და ღირსება", - თქვა ელისაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე