გამიჯვნა-არგამიჯვნა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე - სუბარი გახარიაზე

საქართველო, თბილისი - 14:03 | 18.02.2021
ნანახია: 630

გამიჯვნა-არგამიჯვნა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა, - ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა სოზარ სუბარმა შეკითხვას, თუ როგორ აფასებდა გიორგი გახარიას გამიჯვნას იმისგან, რომ მმართველი გუნდი აპირებდა ძალისმიერი მეთოდებით ენმ-ის ოფისში შეჭრას და ნიკა მელიას დაკავებას.

"მსჯელობა (ნიკა მელიას დაკავებაზე) რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის დაკავება თუ დასაკავებელია, აქ ორი აზრი არ არსებობს და არანაირი პოლიტიკური მდგენელი არ უნდა არსებობდეს", - თქვა სუბარმა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე