მზად ვართ, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და განვიხილოთ ახალი არჩევნების საკითხი - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 11:13 | 18.02.2021
ნანახია: 461

მინდა გავაკეთო ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება, მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ოპოზიციური მოძრაობა არაერთ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ ყოველთვის აცხადებდა, რომ უმთავრესი იყო ქვეყანაში კანონის უზენაესობა.

"ოპოზიციურმა პარტიებმა დავსახეთ კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამ მძიმე კრიზისული ვითარებიდან გამოსასვლელად. მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. სამწუხაროდ, ხალხის ნება გამოიხატა, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა და მოიპარა. შესაბამისად, ცვლილებები ვერ განხორციელდა, არადა, ამისი ნება და სურვილი საზოგადოებაში იყო.

ჩვენ დღსაც ერთგულები ვართ იმ მართლაც გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებებისა, რომლებიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. მინდა გავაკეთო ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება, რომ მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩვენი ამოცანა არ არის, არ იყო და არ იქნება ძალადობა, არ იქნება ვიღაცის დაჩაგვრა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ მელიას საქმეზე დაგგემილი ღონისძიებები დროებით გადაიდო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე