გახარიას გადადგომით დავამარცხეთ რუსეთი. ახლა ჩვენი მოთხოვნაა, სასწრაფოდ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:46 | 18.02.2021
ნანახია: 619

ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა ჩვენი მოთხოვნაა თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა, - ამის შესახებ ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერის გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს არის გამარჯვება. ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა ჩვენი მოთხოვნაა თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა. უნდა შესრულდეს ყველა ის მითითება, რაც ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს აქვს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მინდა მივულოცო ყველას ვინც 20 ივნისს გამოვიდა ოკუპაციის გასაპროტესტებლად. გახარიას გადადგომით დავამარცხეთ რუსეთი, დავამარცხეთ გავრილოვი", - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. განცხადება ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გააკეთა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე