მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა - აშშ-ის საელჩო

საქართველო, თბილისი - 10:27 | 18.02.2021
ნანახია: 342

მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა - საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ, რათა, მათი თქმით, ნიკა მელიასთვის სასამართლოს განჩინება გადაეცათ. სამართალდამცავებს ამის საშუალება არ მიეცათ.

"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, წუხელ გვიან ღამით, ამერიკის საელჩომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე