მათ მოუწევთ ძალის გამოყენება და კანონის უზენაესობის დროშის ქვეშ დაუმორჩილებლობისთვის დაკავება ადამიანების - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 10:03 | 18.02.2021
ნანახია: 360

„საზოგადოებას აქვს ერთადერთი სწორი არჩევანი, რომ მშვიდად არ შეეგუოს მიტაცებას ამ ქვეყნის და ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოსტსაბჭოთა ჭაობში ბოლომდე ჩაფლობას", - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია. მისი განმარტებით ისინი არ აპირებენ აგრესიას და ძალის გამოყენებას.

"არ მინდა არც ისეთი პროგნოზები, არც ასეთი. ვერაფერს გამოვრიცხავ. მეც ის ვიცი, რაც თქვენ იცით. აქ გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება. ჩვენ არ ვაპირებთ აგრესიას და ძალის გამოყენებას, მაგრამ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება და კანონის უზენაესობის დროშის ქვეშ დაუმორჩილებლობისთვის დაკავება ადამიანების, მათ შორის ერთი ლიდერის კი არა, ბევრი ლიდერის“, - განაცხადა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე