ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად - ამერიკის საელჩო

საქართველო, თბილისი - 00:08 | 18.02.2021
ნანახია: 328

ამერიკის საელჩო საქართველოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად", - აღნიშნულია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე