ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის მომხრე უკეთესი ხვალინდელი დღის - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 23:14 | 17.02.2021
ნანახია: 355

გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი - გავრილოვის სასამართლო, - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ნიკა მელიას განმარტებით, ყველაზე მთავარი, ხვალინდელი დღეა.

ის ვერდიქტი, რომელიც გუშინ გამოიტანა გავრილოვის სასამართლო პარლამენტმა, ბევრი შემედავებით ალბათ, რომ გუშინდელი სხდომა არ იყო საპარლამენტო სხდომა, ეს იყო სასამართლო სხდომაც. დღევანდელი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ, ორ ან სამ ადამიანს, ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ხმა აიმაღლა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც გავრილოვის სახით სთავაზობდა ქართველი ხელისუფლება და თვალებგახელილმა ახალგაზრდებმა, რეზინის ტყვიებს დათვებზე სანადირო ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს და თვალების დაკარგვის ხარჯზე სიამაყე, ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ.

ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის მომხრე უკეთესი ხვალინდელი დღის, განვითარებული საქართველოსი. რა დილემის წინაშე ვდგავართ, ან თავისუფალი საქართველო ან დამონებული საქართველო. ან თავისუფალი ხალხის თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მომავალი ან ოკუპანტის ბორკილები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ხელისუფლება, რეჟიმი დგას მხოლოდ ძალმომრეობაზე, ჩვენ მხარეს კი არის ის სიმართლე, რომლის გამოც ისტორიულად თაობებს სიცოცხლეც კი დაუთმიათ, - თქვა ნიკა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე