დავიცავთ ჩვენ თავს, ჩვენს კონსტიტუციას, ნიკას მაინც ვერ დაიჭერენ - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 22:33 | 17.02.2021
ნანახია: 438

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

"მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო, მონა მოსამართლე სხვას ვერაფერს ვერ იზამდა, ჩვენ წინასწარ ვიცოდით რომ ასე იქნებოდა, აგერ დარბიან მობილიზაცია აქვთ სპეცრზმის. მივედით ბოლო კომპონენტამდე, მოდით მეგობრებო, დავიცავთ ჩვენ თავს, დავიცავთ ჩვენს კონსტიტუციას, ნიკას მაინც ვერ დაიჭერენ", - ამბობს გიგი უგულავა.

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ გუშინ მიმართა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. საგამოძიებო უწყება პატიმრობას ითხოვდა. ნიკა მელია მიმდინარე პროცესს ავმჯდომარე ნიკა მელიას იასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდა. პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე