ეს მათი ბოლო მცდელობაა, რომ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიონ - მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას საქმეზე

საქართველო, თბილისი - 19:19 | 17.02.2021
ნანახია: 325

კარლ ჰარცელის მხრიდან ძალიან ბუნებრივი და გულწრფელი პასუხია, როცა ოპოზიცია მიდის რადიკალიზაციისკენ და ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელია ციხეში ჩაჯდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკა მელიას საქმით ცდილობენ, საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიონ.

„მათი ბოლო მცდელობაა, რომ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიონ, თუმცა ეს შეუძლებელია ერთი მთავარი მიზეზის გამო – თავად მასზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილება და როგორ იქნება. თუ ნიკა მელია კანონის ჩარჩოებში ჩაჯდება, როგორც წინა შემთხვევაში, როცა მან გირაოც გადაიხადა, სამაჯურიც გაიკეთა…მასზეა დამოკიდებული აღკვეთის ღონისძიების დამძიმე-არდამძიმების საკითხი. ამის საპირისპიროს აკეთებს. შესაბამისად, ეს გაზრდის პოლარიზაციის ხარისხსაც და ქვეყნისთვის რადიკალიზაციის ხარისხსაც გააძლიერებს.

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა მათ ჰქონოდათ ლეგიტიმური საბაბი, მათ შორის თავიანთ ამომრჩევლებთან, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დამსხადარიყვნენ ისე, მიზანი შედეგი ყოფილიყო. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც კი შევთავაზეთ, ოღონდ იმ მარტივი და ყველაზე მართალი დათქმით, რომ ერთპროცენტიანი გადახრის შემთხვევაში, თუ ასეთს აღმოაჩენდნენ“, - თქვა მდინარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ მელიასათვის აღკვეთის შეცვლის საკითხზე. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. პროცესს თავად მელია არ ესწრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე