ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება შიშით ნაკარნახევი - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 19:15 | 17.02.2021
ნანახია: 335

ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება შიშით ნაკარნახევი, - ეს განცხადება ნიკა მელიამ მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გააკეთა.

როგორც ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, გავრილოვის დავალებით საქართველოს ვერც ერთ მოქალაქეს ივანიშვილი ვერ დაიჭერს, თუმცა მელია არ საუბრობს რას აპირებს დაპატიმრების გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევში.

პროკურორი რომელიც ჩემი პროკურორია, მგონი ყველა რეზონანასულ საქმეზე ეს ქალბატონი ჰყავთ. ერთ ერთი ტაბელური პროკურორია. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულმა ოცნებამ უკვე მიიღო”, - ამბობს ნიკა მელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ მელიასათვის აღკვეთის შეცვლის საკითხზე. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. პროცესს თავად მელია არ ესწრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე