"ოცნების" ე.წ. მამებს მართლა ჰგონიათ, ვინმეს დაავიწყდა კობახიძის მამა გამსახურდიას დასამარცხებლად მოსკოვში რომ დარბოდა?! - დავით ჭიჭინაძე

საქართველო, თბილისი - 18:44 | 16.02.2021
ნანახია: 755

სახელმწიფო გადატრიალებაზე როდესაც საუბრობენ, "ოცნების" ე.წ. მამებს მართლა გონიათ, რომ ვინმეს დაავიწყდა თუნდაც კობახიძის მამა, (და არა მარტო!) რომელიც გამსახურდიას დამხობაში პირადად მონაწილეობდა და მის დასამარცხებლად მოსკოვში დარბოდა?!, - აცხადებს "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე

"ან როგორ შეიძლება 20 ივნისის ღირსების აქციაში მონაწილე ათასობით ადამიანს მოღალატეები, ქვეყნის გადატრიალებაში მონაწილეები ეძახო და თან ვინ?!

ის, რომ მელია დამნაშავე არ არის, ეს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რაც დამტკიცდა კიდეც არჩევნებზე.

და თუ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი და შემდეგ სასამართლო, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მელია ვერ დაიჭიროს!", - აცხადებს ჭიჭინაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე