ნიგერიაში კაკაოს მოსავალი შესაძლოა 60 %-ით შემცირდეს

საქართველო, თბილისი - 10:39 | 26.01.2016
ნანახია: 1303

ნიგერიაში კაკაოს მოსავალი შესაძლოა 60 %-ით შემცირდეს, რაც თავის მხრივ ხანგრძლივ გვალვებს უკავშირდება, იტყობინება Bloomberg-ი კაკაოს მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი საინა რიმანი განმარტავს, გვალვა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ კაკაოს ხეებს ყვავილებიც კი დასცვივდათ.

„ჩვენ ვარაუდობთ, რომ 2016 წელს გვალვების გამო კაკოს მოსავალი 60 %-ით შემცირდება“, აცხადებს ასოციაციის ხელმძრვანელი.

შეგახსენებთ, რომ ნიგიერია კაკაოს მწარმოებელ ქვეყანათა ნუსხაში რიგით მეოთხე ქვეყანაა. 2014 წელს ნიგერიამ 350 ათასი ტონა კაკაო აწარმოა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე