ქართული ოცნების ყველა დეპუტატმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, გავრილოვის მხარეს დგას თუ ანწუხელიძის - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 19:08 | 15.02.2021
ნანახია: 502

ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი და მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მის შესაძლო დაკავებაზე განაცხადა.

მელიამ ქართული ოცნების დეპუტატებს მოუწოდა კარგად დაფიქრდნენ, სანამ მისთვის იმუნიტეტის მეორედ შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი და მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. როდის, თუ არა ახლა, ყველა ქართული ოცნების დეპუტატმა თავის თავს უნდა მნიშვნელოვანი კითხვა უნდა ჰკითხოს, რომელზეც პასუხის გაცემა მათ მოუწევს მრავალი წლის განმავლობაში - რომელ მხარეზე დგანან. დგანან გავრილოვების მხარეს, თუ დგანან ანწუხელიძეს, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიების და ეროვნული ღირსების მხარეს. ჩემზე ნუ იდარდებთ, ბატონო ქართული ოცნების დეპუტაციავ. მართლაც, თუ სადმე ოდესმე სანერვიულო ცხოვრებაში არ მქონია, სწორედ ახლა არ მაქვს". – თქვა მელიამ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე