ოპოზიციის მიზანია მოახდინოს საქართველოს დისკრედიტაცია და მოწყვიტოს მას მეგობრები - გავრილოვი

საქართველო, თბილისი - 18:31 | 15.02.2021
ნანახია: 542

ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა თავის ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან. მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ მას მეგობრები, - ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა. ის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები და რეპრესიები.

"საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ.

ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა თავის ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან. მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ მას მეგობრები. რადგან ის სიცრუე, რომელიც ბატონ მელიას ინტერპრეტაციით ვრცელდება, რომელსაც მე არც კი ვიცნობ, ადასტურებს რომ ისინი სიცრუის ხარჯზე ცდილობენ მაქსიმალურად მოახდინონ საქართველოს იმიჯის დისკრედიტაცია, მისი მეზობლების თვალში", - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

 2019 წლის 20 ივნისს ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე იმყოფებოდა. მან პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია  ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე