25 თებერვალსა და 31 მარტს ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გამართავს

საქართველო, თბილისი - 14:42 | 15.02.2021
ნანახია: 473

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად 25 თებერვალს და 31 მარტს აქციებს გამართავენ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, 25 თებერვალს დაგეგმილ მსვლელობას სომბოლური დატვირთვა ექნება.

"მსვლელობა 25 თებერვალს - რა თქმა უნდა ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმი და მისი გარემოცვა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს, ყველა მათი მოქმედებით, მათ შორის მოპარული არჩევნებით, მათ შორის ჩვენი მტრის პოზიციების გაძლიერებით.

ამ დღეს შევიკრიბებით იმისთვის რომ საზოგადოებამ გამოხატოს ლეგიტიმური აღშფოთება და პროტესტი, რომ ჩვენ აღარ დავუშვებთ ამას ჩვენ ქვეყანაში, რის საფრთხესაც ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უქმნის. ამას მოჰყვება რამდენიმე აქცია რეგიონებში და ცენტრალური აქცია იქნება თბილისშივე, 31 მარტს", - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე