დაგვიდასტურეს, რომ თამაშობენ მიშას თამაშს - იაგო ხვიჩია ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე

საქართველო, თბილისი - 13:24 | 15.02.2021
ნანახია: 450

გირჩმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დატოვა.

როგორც იაგო ხვიჩიამ თქვა, მათ ვერ მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, რის გამოც "მათი იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა".

"ფაქტობრივად, ხალხმა, რომელიც ლეიბორისტების ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი თამაშობენ მიშას თამაშს.

ჩვენ გვქონდა სულ სამი საკითხი, რომლის განხილვაც გვინდოდა:

ერთი: მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რაზეც პასუხი ვერ გამცეს საერთოდ.
მეორე: რომ ვამბობთ, არჩევნები გაყალბდაო და ვერ ვარწმუნებთ ფასილიტატორებს, მომეცით თქვენ ხელთ არსებული მტკიცებულება. იცით, რომ ჩვენ პარლამენტში ჩვენი პირობის გარეშე არ შევდივართ, ამიტომ ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით თქვენ მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს, რაზედაც ასევე დუმილი იყო და კონკრეტული პასუხი არ ყოფილა.
მესამე საკითხი იყო: რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, რა გეგმა იყო და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ნიკა მელიას უპირობო მხარდაჭერას და ვუცხადებთ. ანაზე ატყდა ყაყანი და გაუსაძლისი გახდა ჩვენი ყოფნა". - თქვა იაგო ხვიჩიამ.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინრეობს. ისინი სამომავლო გეგმებზე, საპროტესტო აქციებსა და ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში სამოქმედო ნაბიჯებზე მსჯელობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე