რაც დაწერე, უბრალოდ, უპატიებელია იმ ადამიანის მიმართ ვინც, როგორც შეუძლია იბრძვის - ნიკა მელია იაგო ხვიჩიას პასუხობს

საქართველო, თბილისი - 10:21 | 15.02.2021
ნანახია: 368

"ეს ხელისუფლება იყო" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იაგო ხვიჩიას პოსტს.

ნიკა მელიამ ხვიჩიას "მთავარი არხის" პირდაპირი ეთერიდან, გადაემა "მთავარ აქცენტებში" უპასუხა:

ეს ხელისუფლება იყო, ნამდვილად ხელისუფლება იყო, ჩემდა სამწუხაროდ. იქ შენ, რაც დაწერე ახლა ეს, უბრალოდ, უპატიებელი არის იმ ადამიანის მიმართ ვინც, როგორც შემიძლია ვიბრძვი და შენ მეუბნები, რომ ნუ იბრძვიო, აი ამ განცხადებით შენ მე მითხარი, ნუ იბრძვიო.... აი, ასეთი ხალხიც არსებობს ქართულ პოლიტიკაში, მადლობა იაგო მხარდაჭერისთვის", - თქვა ნიკა მელიამ.

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩია ფეისბუქზე დაწერა, რომ „ნიკა მელიას ციხეში ჩასმა მიხეილ სააკაშვილის "თამაშია". ხვიჩია აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ საპარლამენტო არჩევნების მოგებით ვერ მოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე