უგულავა იყო ჩემთან, სახლში სუფრა გავუშალე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 21:43 | 14.02.2021
ნანახია: 476

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ გიგი უგულავა მასთან უკრაინაში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა პოლიტიკაზე არ უსაუბრიათ.

"იყო აქ მართლა, ჩემთან, სახლში სუფრა გავუშალე. ძალიან კარგი, თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე იმიტომ, რომ არ გვინდოდა, მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა.

მე მათი კამპანია, რა თქმა უნდა, არ მომეწონა. მე მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ, პირველ რიგში, დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე. ჩემზე ეს თავდასხმები არ იყო საერთო ინტერესებში, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება და ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო. მით უმეტეს, მათი პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მანმადე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილთან "გადაიკვეთა" და მასთან ძირითადად უკრაინის შესახებ ისაუბრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე